Friday, July 16, 2010

პროექტი


პროექტის თემა : ვაზის კულტურა საქართველოში

1. პროექტის სახელი : ვაზის კულტურა საქართველოში

2. პროექტის მოკლე აღწერა : მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ვაზისა და ღვინის შესახებ

3. პროექტის სრული აღწერა: მოიძიებენ ინფორმაციასქართული ვაზისა და ღვინის შესახებ. დაადგენენ რა თავისებურებებით ხასიათდება ვაზი და ღვინო. მოიყვანენ ცხოვრებისეულ ფაქტებს აღმოცენებიდან მის განვითარებამდე, ასევე გაეცნობიან ვაზის მიერ წარმოებულ პროდუქტებს : ღვინოს, ჩურჩხელას, თათარა-ფელამუშს, ქიშმისისა და სხვა პროდუქციის შექმნის თავისებურებას. ასევე ბავშვები გაეცნობიან ვაზის ჯიშებს, მათი მოვლის ტრადიციულ მეთოდებს. ასევე სასურველია ბავშვებმა მოახდინონ ქართული ვაზის პოპულარიზაცია და მისი სააშკარაოზე გამოტანა. ბავშვები შეეცდებიან აღწერონ ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გავრცელებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე საურველია მოეწყოს ექსკურსიები საქართველოს იმ კუთხეში, სადაც ყველაზე მეტად გავრცელებულია ქართული ვაზის უნიკალური ჯისები, გაესაუბრონ იმ ღვაწმოსილ პიროვნებებს, რომლებმაც შემოგვინახეს ეს ტრადიციები.

4. კლასების ინტეგრირება - IX და XI კლასები

5. ხანგრძლივობა -15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე

6. აქტივობები:

· ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება

· ვებ-გვერდის გაკეთება

· ტრადიციული და განსაკუთრებული რეცეპტების შეგროვება

· უნიკალური ჯიშების აღწერა და დასურათება

· ექსკურსიის მოწყობა

· ინტერვიუს გაკეთება ცნობილ მევენახეებთან ან მეღვინეებთან,სურათების გადაღება

· კომპიუტერის საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ვაზისა და ღვინის სხვადასხვა სახის აქსესუარების(საგნების) მოძიება და დასურათება(ქვევრი,საწნახელი,თასი, ვაზის მაკრატელი, ფიალა და სხვა)



7. შედეგები

· მოსწავლეები დაეუფლებიან იმ კონკრეტულ ცოდნას, რაც დაკავშირებულია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურაზე

· სცადონ და თვითონ შექმნან ახალი ნამყენი ჯიშები

· ისწავლონ ვაზისა და ღვინის ფასი



8. საგნებთან ინტეგრირებული – ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია

9. შეფასების საგანი – დისკუსია, ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, თვითშეფასება, ან კიდევ მასწავლებლის შეფასება

10. რესურსი :

· ლიტერატურა

· ვებ-გვერდი

· კომპიუტერი, პროექტორი

· ფოტოაპარატი